2026 წლის 17 ივნისს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N5 გაცვლის აუქციონზე განახორციელა 110 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 0.61 წლიანი ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობა 5 წელი) მქონე სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC27127058) გამოსყიდვა 5.9 წლიანი ნარჩენი ვადიანობის სახაზინო ობლიგაციების (ISIN: GETC32428293) გამოშვებით. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაცვლის აუქციონის შედეგები
Published on

