Homeააფ-ნიუსებინინო ჯელაძემ ლონდონში Central Banking-ის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

ნინო ჯელაძემ ლონდონში Central Banking-ის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ლონდონში Central Banking-ის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ჩეხეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ალეშ მიხლი და უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ზოლტან კურალი.

პანელის მონაწილეებმა განიხილეს გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა ცენტრალური ბანკების საქმიანობაზე, მონეტარული პოლიტიკის განხორციელებასა და საერთაშორისო რეზერვების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიებზე, სტაბილქოინებისა და ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების განვითარების ტენდენციებზე, ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

ლონდონში ვიზიტის ფარგლებში ნინო ჯელაძემ ევროპის სხვადასხვა ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებიც გამართა. მხარეებმა განიხილეს ცენტრალურ ბანკებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების მიმართულებით არსებული გამოწვევები, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, პრაქტიკული გამოყენების საკითხები.

Central Banking-ის ყოველწლიური შეხვედრები ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და აქტუალური საკითხების განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...