Homeააფ-ნიუსებიეკატერინე გალდავამ ყაზახეთის ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ეკატერინე გალდავამ ყაზახეთის ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ მონაწილეობა მიიღო ასტანაში ყაზახეთის ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ მე-12 საერთაშორისო  შეხვედრაში – Peer-to-Peer Financial Systems Workshop (P2PFISY) – Shaping the Future of Financial Systems, რომელიც ფინანსური სისტემების და ციფრული პროდუქტების განვითარების თანამედროვე ტენდენციებსა და სამომავლო პერსპექტივებს მიეძღვნა.

ღონისძიება აერთიანებს ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც განიხილავენ ფინანსური ინფრასტრუქტურის, გადახდების, ციფრული ინოვაციური ტექნოლოგიების, მონაცემთა გაცვლისა და ფინანსური სისტემების ეფექტიანობის ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს.

პანელურ დისკუსიაში ეკატერინე გალდავამ ვრცლად ისაუბრა გადახდის სისტემების მოდერნიზაციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, თანამედროვე საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ISO 20022-ის სტანდარტების დანერგვასა და მყისიერი გადახდების ეკოსისტემის შექმნაზე.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა ვირტუალური აქტივების ეკოსისტემასთან დაკავშირებული რეგულირების, ზედამხედველობისა და ტექნოლოგიური განვითარების საკითხები განიხილეს. ეკატერინე გალდავამ მონაწილეებს გააცნო საქართველოს ეროვნული ბანკის მიდგომა ვირტუალური აქტივების სექტორის რეგულირების მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირება თავდაპირველად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის (AML/CFT) მოთხოვნების დანერგვით დაიწყო, ხოლო მიმდინარე წლიდან სექტორზე პრუდენციული ზედამხედველობაც გავრცელდა, რაც ბაზრის რისკების ეფექტიანი მართვისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

დისკუსიის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ფინანსური სისტემების მომავალზე, სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტის გამოყენების შესაძლებლობებსა და მათთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ ფინანსური სექტორის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციას, ამავდროულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, სანდოობას, გამჭვირვალობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

ღონისძიებაში ეკატერინე გალდავასთან ერთად ასევე მონაწილეობდა სებ-ის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე. შეხვედრებისა და დისკუსიების ფარგლებში სებ-ის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებს გააცნეს საქართველოს გამოცდილება გადახდების სფეროში მიმდინარე რეფორმების, საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და რეგულირების მიმართულებით, რაც ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე გაზიარებას უწყობს ხელს.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...