Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი შიდა ქართლის, სამეგრელოს, იმერეთისა და აჭარის რეგიონებს ესტუმრა

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი შიდა ქართლის, სამეგრელოს, იმერეთისა და აჭარის რეგიონებს ესტუმრა

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, მიხეილ მაღლაკელიძე სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში არსებულ გაფორმების ეკონომიკურ ზონებს, ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტებს ესტუმრა და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. მან საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და შესაბამისი საბაჟო კონტროლის/გაფორმების პროცედურების განხორციელება.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, სადაც მებაჟე ოფიცრების სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

რეგიონში სტუმრობისას, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასევე მოინახულა მცხეთის, გორის, ზესტაფონის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები, სადაც მომსახურების დეპარტამენტის, საგადასახადო მონიტორინგისა და ვალის მართვის დეპარტამენტების თანამშრომლებთან ერთად არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მიხეილ მაღლაკელიძემ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს  გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კოორდინირებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

მიხეილ მაღლაკელიძე, ასევე გაეცნო ზუგდიდის მოქალაქეთა მომსახურების ახალი სერვისცენტრის მშენებლობის  პროცესს. სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ახალი შენობა მორგებული იქნება თანამშრომელთა საჭიროებებზე და კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ერთობლივ საქმიანობას.


რეგიონალურ შეხვედრებს, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები – ია ახალაია და მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სოსო ობოლაძე, ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ყენია და სხვა პასუხისმგებელი პირები.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...