Homeააფ-ნიუსებისაანგარიშო წელი საქართველოს საპენსიო ფონდმა საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტში შეაჯამა

საანგარიშო წელი საქართველოს საპენსიო ფონდმა საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტში შეაჯამა

Published on

spot_img

საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ანგარიშის წარდგენა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში ამ სიტყვებით დაიწყო: ”2025 წელი საქართველოს საპენსიო ფონდისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციური გარდაქმნისა და მდგრადი ზრდის წელი იყო”, რაც საკმაოდ პოზიტიურად გაჟღერდა და ამ ფრაზას ადასტურებდა ის მონაცემები რაც დამსწრე საზოგადოებას მოგვიანებით გააცნო.

მართლაც, საქართველოს საპენსიო ფონდისთვის გასული წელი მრავალმხრივ წარმატებული აღმოჩნდა: 2025 წლის 1 მაისიდან შეიცვალა საპენსიო ფონდის მმართველობითი სტრუქტურა და საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები. შეიცვალა სსიპ საპენსიო სააგენტოს სახელწოდება და ორგანიზაცია ჩამოყალიბდა სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის სახელწოდებით, ფონდის უმაღლეს ხელმძღვანელ ორგანოდ განისაზღვრა სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო, ხოლო საპენსიო ფონდის აღმასრულებელ ორგანოდ აღმასრულებელი დირექტორები: გენერალური დირექტორი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, მთავარი რისკის ოფიცერი და შიდა აუდიტის უფროსი.გიორგი ჭიჭინაძის თქმით: “2025 წლის ბოლოსთვის საპენსიო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულებამ 8.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 2.2 მილიარდი ლარით მეტია. აქტივების ზრდა განპირობებული იყო როგორც მონაწილეთა გაზრდილი საპენსიო შენატანებით, ასევე მაღალი საინვესტიციო შედეგებით. საანგარიშო პერიოდში ინვესტიციებიდან მიღებულმა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს — 792 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო ფონდის დაარსებიდან დღემდე დაგენერირებულმა საინვესტიციო ამონაგებმა 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა”.

საანგარიშო პერიოდში, სისტემაში გაწევრიანდა 125 ათასზე მეტი ახალი მონაწილე, ხოლო წლის ბოლოსთვის 2019 წლიდან რეგისტრირებულ მონაწილეთა საერთო რაოდენობამ 1.7 მილიონს გადააჭარბა. ამავე პერიოდში საპენსიო შენატანების ჯამურმა მოცულობამ 1.44 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ დროისათვის, გაცემული პენსიებისა და საპენსიო აქტივების მოცულობამ 62.8 მილიონი ლარი შეადგინა.

ფონდის ნომინალურმა წლიურმა 11.8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა 7.6% შეადგინა. ფონდმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. 2025 წელს საპენსიო ფონდის მიერ ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 100 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წლის განმავლობაში განხორციელებული ადგილობრივი ემისიების დაახლოებით მეხუთედს შეადგენდა. გაგრძელდა აქტიური მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი აუქციონებში და გაღრმავდა თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მაღალი შედეგები დაფიქსირდა საერთაშორისო აქციების პორტფელში, რომელმაც 20%-ზე მეტი ამონაგები გამოიმუშავა.

განხორციელდა საინვესტიციო საქმიანობისთვის ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ძირითადი ეტაპები, გაფართოვდა ელექტრონული სერვისები, დაინერგა დამატებითი კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის მექანიზმები, ხოლო ფონდმა წარმატებით გაიარა ISO/IEC 27001:2022 სტანდარტის სასერტიფიკაციო აუდიტი.

2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის შედეგად საპენსიო შენატანების დეკლარირების, ადმინისტრირებისა და გადახდის პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდა. წელი ასევე მნიშვნელოვანი იყო მონიტორინგისა და აღსრულების სისტემის განვითარების კუთხით. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად დაინერგა საპენსიო შენატანების ვალდებულებების ავტომატური მონიტორინგისა და სანქცირების მექანიზმები, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა სისტემის ეფექტიანობა და მონაწილეთა ინტერესების დაცვა.

საქართველოს საპენსიო ფონდს აქვს ვალდებულება ყოველწლიურად გააცნოს ანგარიში საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტს, ამ ტიპის კონსტრუქციული გაზიარებები, დამაზუსტებელი კითხვები და მსჯელობა საპარლამენტო სივრცეში მნიშვნელოვანია ფონდის სამომავლო განვითარებისთვის.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...