Homeააფ-ნიუსებიაზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლებთან, ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართეს. აღნიშნული შეხვედრა ორ სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების ადმინისტრირების პროცესში საუკეთესო პრაქტიკისა და მიდგომების განხილვას დაეთმო.

საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს წარუდგინეს ვრცელი პრეზენტაცია პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესახებ. ამასთან, მხარეებმა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. 

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და აზარბაიჯანის საბაჟო კომიტეტის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...