2026 წლის 23 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N36 აუქციონზე გაიყიდა 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.1 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 211 250 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.500%, მაქსიმალური 8.599%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.527%.

