Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის  სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის თავმჯდომარეს, ალმამბეტ შიკმამატოვს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად იფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

შეხვედრაზე მხარეებმა საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის არსებულ  გამოწვევებზე ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის, ასევე მონაცემთა მართვისა და საგადასახადო განჭვრეტადობის გაუმჯობესების მიმართულებებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე. როგორც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, აღნიშნა ქართული მხარე მზადაა, გაუზიაროს ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციას საკუთარი გამოცდილება ციფრული სერვისებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის სფეროში.

ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია თემატური შეხვედრები სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომლებიც მათ დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებენ საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ, განხორციელებული რეფორმების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, მიხეილ მაღლაკელიძემ მადლობა გადაუხადა ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციის უფროსს და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ –  შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, პაატა კილაძე, ასევე უწყების ხელმძღვანელის მოადგილე, ია ახალაია,  საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, ლევან დგებუაძე, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ჩიკვილაძე და ყირგიზეთის  სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები. 

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...