Homeააფ-ნიუსებისამსახური (SARAS) ანგარიშგების მიმართულებით რეგიონული საინფორმაციო შეხვედრების ციკლს იწყებს

სამსახური (SARAS) ანგარიშგების მიმართულებით რეგიონული საინფორმაციო შეხვედრების ციკლს იწყებს

Published on

spot_img

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (SARAS), რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის (RSMEDP) მხარდაჭერით, ანგარიშგების მიმართულებით რეგიონული საინფორმაციო შეხვედრების ყოველწლიურ ციკლს იწყებს.

ღონისძიებები განკუთვნილია მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოების წარმომადგენლებისთვის, ბუღალტრებისა და ანგარიშგების მიმართულებით სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

შეხვედრების ფარგლებში სამსახურის (SARAS) წარმომადგენლები მიმოიხილავენ ფინანსური ანგარიშგების წარდგენის პროცესს, მის ძირითად ეტაპებსა და პრაქტიკაში ხშირად გამოვლენილ შეცდომებს. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენისას გასათვალისწინებელი საკითხებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესახებ.

ღონისძიებების ფარგლებში ასევე განხილული იქნება საქართველოში არსებული სავაჭრო და ალტერნატიული დაფინანსების ინსტრუმენტები, საბანკო პროდუქტების ეფექტიანი შერჩევისა და სტრატეგიული ფინანსური კონსულტაციის საკითხები, აგრეთვე Excel-ზე დაფუძნებული ანალიტიკური ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენება. შეხვედრები ინტერაქციული ფორმატით წარიმართება.

შეხვედრების ჩატარების ადგილები ბუღალტრებისა და საწარმოების წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარებული წინასწარი გამოკითხვის შედეგების საფუძველზე განისაზღვრა. შედეგად, საინფორმაციო ღონისძიებები იმ რეგიონებში გაიმართება, სადაც მათი ჩატარების ყველაზე მეტი საჭიროება და დაინტერესება გამოიკვეთა.

საინფორმაციო შეხვედრები შემდეგი განრიგით გაიმართება:

ბათუმი – 30 ივნისი – რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/tPeLAqhysQtGQfiQ7

ოზურგეთი – 1 ივლისი – რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/WKfvfaiXEvkFLnLAA

ზუგდიდი – 2 ივლისი – რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/P6ebhHZoMKmudGxt6

ქუთაისი – 3 ივლისი – რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/fEq7mD99acYnZWfy6

თელავი – 6 ივლისი – რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/GmY8wo4uZkbRkV4k6

გორი – 8 ივლისი – რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:https://forms.gle/Rh7BZPhpRyGwfZnz9

ახალციხე – 9 ივლისი – რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/52bsz6LdYUh5xEGf8

თბილისი – 16 ივლისი – რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/YpRAGFTfGd3K63Jo9

ღონისძიებებზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ შესაბამისი შეხვედრისთვის განკუთვნილი სარეგისტრაციო ფორმა.

რეგიონული საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ხელს უწყობს ანგარიშგების წარდგენის პროცესთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებას, ხშირად დაშვებული შეცდომების შემცირებასა და წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესებას.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...