Homeააფ-ნიუსებინათია თურნავა „BIS Innovation Hub“ -ის ხელმძღვანელს შეხვდა

ნათია თურნავა „BIS Innovation Hub“ -ის ხელმძღვანელს შეხვდა

Published on

spot_img

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარე Point Zero Forum 2026-ის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის“ (BIS) – ის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელს ტომასო მანჩინი-გრიფოლის შეხვდა.

მხარეებმა ფინანსური ტექნოლოგიების, ციფრული ფინანსებისა და საგადამხდელო სისტემების სფეროში მიმდინარე ტენდენციებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო BIS Innovation Hub-ის პროექტებსა და ინიციატივებს, რომლებიც ფინანსური სექტორის ეფექტიანობის ზრდასა და ინოვაციების დანერგვას უწყობს ხელს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეროვნული ბანკისა და BIS Innovation Hub-ის თანამშრომლობას. აღინიშნა ეროვნული ბანკის მონაწილეობა BIS Innovation Hub-ის არაერთ ინიციატივაში, მათ შორის Project Aperta-სა და Project Noor-ში. მხარეებმა ასევე განიხილეს პარტნიორობის გაფართოების, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის პერსპექტივები.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული რეფორმები. მათ შორის, ციფრული ბანკების, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების(VASP) და სტაბილქოინების მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება. ამ კონტექსტში მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ციფრული ფინანსური სერვისების, ტოკენიზაციისა და ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების (CBDC) მიმართულებით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკაზე.

საუბარი ასევე შეეხო საზღვარგარეთ გადახდების ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობებსა და აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...