Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს. ვიზიტის მიზანია საქართველოში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის მქონე კომპანიების შესაძლებლობების შეფასება და პროექტის განხორციელების პროცესში მიღებული შედეგების გაცნობა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება. ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება. ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ – ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირებულია საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით სრულდება. 

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის პროგრამის პრაქტიკული ასპექტები, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები და საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში  ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსს უკვე 30  კომპანია  ფლობს.  

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...