Homeააფ-ნიუსებიციურიხში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე ნათია თურნავამ სებ-ის მიერ განხორციელებული ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის...

ციურიხში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე ნათია თურნავამ სებ-ის მიერ განხორციელებული ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის რეფორმებზე ისაუბრა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ შვეიცარიაში, ციურიხში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში Point Zero Forum 2026-ში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი პანელური დისკუსიის მომხსენებელი იყო. დისკუსია სტაბილქოინების, პროგრამირებადი ბანკინგის, ციფრული აქტივებისა და ფინანსური სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის ძირითად ტენდენციებს შეეხო.

ნათია თურნავამ მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის განვითარების მიზნით განხორციელებული რეფორმები გააცნო. მან ისაუბრა ციფრული ბანკების სალიცენზიო რეჟიმზე, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) მარეგულირებელ ჩარჩოსა და სტაბილქოინების რეგულირების ახალ მოდელზე, რომელიც რეგიონში პირველი მსგავსი ჩარჩოა.

„ბოლო წლების განმავლობაში სებ-მა ინოვაციური ფინანსური სერვისების მომსახურებისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნა. ჩვენ წარვადგინეთ ახალი სალიცენზიო რეჟიმები და მარეგულირებელი ჩარჩო ინოვაციების მხარდასაჭერად. შედეგად, დღეს საქართველოში უკვე მოქმედებს სამი ციფრული ბანკი. ასევე შევქმენით ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) მარეგულირებელი ჩარჩო, რასაც შედეგად მოჰყვა ქვეყანაში 40 ახალი რეგისტრირებული კომპანია, მათ შორის წამყვანი საერთაშორისო კომპანიები. სულ ცოტა ხნის წინ კი წარვადგინეთ სტაბილქოინების რეგულირების ახალი  მოდელი, რომელიც შინაარსით რეგიონში პირველია და შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკი ინოვაციების მხარდაჭერასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ეროვნული ვალუტისა და ფინანსური სისტემის მიმართ ნდობის განმტკიცებას.

„როგორც ცენტრალური ბანკი, საკუთარ როლს ფინანსური ინოვაციების ხელშემწყობისა და მონეტარული ნდობის გარანტის რანგში ვხედავთ. ჩვენი მიზანია, ისეთი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, რომელიც ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურებების უსაფრთხო განვითარებას უზრუნველყოფს. ამავდროულად კი შეინარჩუნებს ნდობას ეროვნული ვალუტისა და ფინანსური სისტემის მიმართ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Point Zero Forum წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ცენტრალური ბანკების, მარეგულირებლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. ფორუმი ფინანსური სექტორის განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე გამოწვევების განხილვას ემსახურება.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...