Homeააფ-ნიუსებიდავით ონოფრიშვილი აზერბაიჯანის დაზღვევის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს

დავით ონოფრიშვილი აზერბაიჯანის დაზღვევის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს

Published on

spot_img

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და ლიცენზირებისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი ეთერ პაპიაშვილი მონაწილეობენ აზერბაიჯანის დაზღვევის საერთაშორისო ფორუმში Azerbaijan International Insurance Forum (AIIF 2026), რომელიც 24-25 ივნისს ბაქოში მიმდინარეობს.

ფორუმი აერთიანებს სადაზღვევო სექტორის, საზედამხედველო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, სადაც განიხილება სადაზღვევო ბაზრის განვითარების, გადაზღვევის, საპენსიო სისტემების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის, საბანკო დაზღვევისა (Bancassurance) და სადაზღვევო ბროკერობის თანამედროვე ტენდენციები. ცალკე სესია დაეთმო განათლების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს დაზღვევის სფეროში.

საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს საპენსიო სისტემებისადმი მიძღვნილი სესია, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი საერთაშორისო გამოცდილება და სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკული მიდგომები ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე საპენსიო რეფორმის შემდგომ განვითარებასა და საზედამხედველო პრაქტიკის კიდევ უფრო დახვეწას.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა გამართა შეხვედრა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ვუსალ გურბანოვთან და აზერბაიჯანის დაზღვევის ასოციაციის ხელმძღვანელთან აბას მისკარლისთან. ასევე გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა გამოცდილების გაზიარების, პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობები.

ფორუმს ასევე ესწრებიან საქართველოს სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაძლიერებას, გადაზღვევის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებასა და ქართული სადაზღვევო სექტორის ინტეგრაციას საერთაშორისო ბაზრებთან.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...