Homeააფ-ნიუსებისსფ - საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებამ ფინანსური ბაზრების ნდობა...

სსფ – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებამ ფინანსური ბაზრების ნდობა გააძლიერა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებამ გააძლიერა ფინანსური ბაზრების ნდობა, – ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში სავალუტო რეზერვების ადეკვატურობას მიმოიხილავს. როგორც სსფ-ის კვლევაშია ნათქვამი სავალუტო რეზერვების ზრდამ 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი. ამასთან, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგორესურსების ფასების ზრდისა და მიმდინარე ანგარიშზე შესაძლო ზეწოლისა, ლარის გაცვლითი კურსი სტაბილური დარჩა, რაც საერთაშორისო რეზერვების გაზრდილი ბუფერების ფონზე ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებას ასახავს. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მიმდინარე დონე ზომიერი სტრეს-სცენარების განვითარების შემთხვევაში ადეკვატურია.

კვლევის შედეგები ასევე მიუთითებს, რომ საქართველოსთვის სასურველია საერთაშორისო რეზერვების დონე სსფ-ის ARA მეტრიკის დაახლოებით 145-150 პროცენტზე იყოს. დამატებითი საერთაშორისო რეზერვების საჭიროება განპირობებულია იმ სარგებლით, რომელსაც მაღალი მოცულობის რეზერვები ქმნის: ამცირებს ქვეყნის სუვერენული დაფინანსების ხარჯებს, ხელს უწყობს კერძო სექტორის დოლარიზაციის შემცირებას და უზრუნველყოფს საჭირო ლიკვიდობას, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებისთვის, გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობის შესარბილებლად. 

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ საერთაშორისო რეზერვების შემდგომი დაგროვებისთვის კვლავ არსებობს სივრცე, განსაკუთრებით გლობალური გაურკვევლობის მაღალი დონის პირობებში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევა ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენციების განხორციელების არსებული, ფასზე დაფუძნებული ჩარჩო შესაბამისია არსებული საერთაშორისო რეზერვების დაგროვების ტემპთან და მასშტაბის კალიბრაციისათვის, რომელიც ამავდროულად ინარჩუნებს გაცვლითი კურსის მოქნილობას საგარეო პირობების ცვლილებების საპასუხოდ.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. 2026 წლის მაისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 632.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი მაისის მდგომარეობით 7 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ნათია თურნავამ ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

შეხვედრის მიზანია ხელი შეუწყოს ცენტრალურ ბანკებს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას. ღონისძიება, რომელიც ტრადიციულად გლობალური ფინანსური ბაზრების ტენდენციების განხილვას ეძღვნება,..

2025 წელი საქართველოს საპენსიო ფონდისთვის რეკორდული საინვესტიციო შედეგების წელი იყო

წლის განმავლობაში ფონდის საინვესტიციო ამონაგებმა 796.0 მლნ ლარს მიაღწია, რაც ფონდის ისტორიაში ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია...

ელექტროსკუტერი – საცობებისაგან თავის არიდების არცთუ უსაფრთხო საშუალება

ვიდრე ჩვენს ქალაქებში ელექტროსკუტერზე „ამხედრებულები" სათანადო ინფრასტრუქტურით იქნებიან უზრუნველყოფილნი, ალბათ გარკვეული (თუ დიდი არა) დრო კიდევ გავა. მართალია, „სქროლვით" გადაადგილებას ჯანსაღი ცხოვრების წესთან ბევრი საერთო არ აქვს, თუმცა ნამდვილად ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.