Homeააფ-ნიუსებიგოგიტა თოდრაძემ ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის დასკვნით პლენარულ სესიას უხელმძღვანელა

გოგიტა თოდრაძემ ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის დასკვნით პლენარულ სესიას უხელმძღვანელა

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, მოადგილესთან ირაკლი აფხაიძესთან ერთად, ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის (Conference of European Statisticians – CES) 74-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობდა, რომელიც 2026 წლის 24–26 ივნისს, ქ. ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შტაბბინაში გაიმართა.

გოგიტა თოდრაძე, როგორც ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტი და ბიუროს წევრი, თავმჯდომარეობდა კონფერენციის დასკვნით პლენარულ სხდომას, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა UNECE-ის სტატისტიკური პროგრამის საქმიანობა, ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის ბიუროსა და სპეციალისტთა ჯგუფების მუშაობის შედეგები, ასევე გაეროს სტატისტიკის კომისიიდან გამომდინარე საკითხები და სამომავლო სამუშაო პრიორიტეტები.

სესიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კონფერენციის ფარგლებში მომზადებული ანგარიშების, საერთაშორისო რეკომენდაციების, მეთოდოლოგიური გზამკვლევებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების განხილვასა და დამტკიცებას. აღნიშნული დოკუმენტები განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის განვითარების მიმართულებებს და ხელს უწყობს სტატისტიკის პრაქტიკის ჰარმონიზაციას UNECE-ის წევრ ქვეყნებში.

ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენცია UNECE რეგიონის ოფიციალური სტატისტიკის უმაღლესი მმართველი ორგანოა, რომელიც აერთიანებს 56 ქვეყანას ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან. კონფერენცია წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და თანამედროვე სტატისტიკური სტანდარტების შემუშავების მნიშვნელოვან პლატფორმას.

კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტის რანგში დასკვნითი პლენარული სესიის ხელმძღვანელობა საქართველოსთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქსტატის აქტიურ ჩართულობას გლობალური და რეგიონული სტატისტიკის პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

საქართველოს წარმომადგენლობა ევროპის სტატისტიკოსთა ხელმძღვანელ ორგანოებში ქვეყნის სტატისტიკის სისტემის მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტისა და პროფესიული რეპუტაციის მნიშვნელოვანი დასტურია. აღნიშნული მონაწილეობა საქართველოს შესაძლებლობას აძლევს უშუალოდ ჩაერთოს საერთაშორისო სტატისტიკური სტანდარტებისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში და წვლილი შეიტანოს ოფიციალური სტატისტიკის შემდგომ განვითარებაში როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...