Homeააფ-ნიუსებინათია თურნავამ ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ბაზელში, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) 96-ე ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მიზანია ხელი შეუწყოს ცენტრალურ ბანკებს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას.

ღონისძიება, რომელიც ტრადიციულად გლობალური ფინანსური ბაზრების ტენდენციების განხილვას ეძღვნება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და ცნობილ ეკონომისტებს აერთიანებს. წლიური ასამბლეის ფარგლებში, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა გლობალური ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი გამოწვევები და შესაძლებლობები მიმოიხილეს.

ღონისძიების ფარგლებში, BIS-ის გენერალურმა მენეჯერმა ასამბლეის მონაწილეებს ბანკის წლიური ეკონომიკური ანგარიში წარუდგინა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება გლობალური მაკროეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებებს დაეთმო. ასევე მონაწილეებმა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ციფრული რისკების მართვისა და ინოვაციური პროდუქტების უსაფრთხოდ ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს.

„ბაზელის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა ხელს უწყობს საქართველოს ეროვნული ბანკის გლობალურ საფინანსო პროცესებში აქტიურ ჩართულობას და პარტნიორ ცენტრალურ ბანკებთან გამოცდილების გაზიარებას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.  

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი დაესწრო.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...