Homeააფ-ნიუსებიროგორ გვეხმარება საკრედიტო ისტორია განვადებით სარგებლობაში

როგორ გვეხმარება საკრედიტო ისტორია განვადებით სარგებლობაში

Published on

spot_img

განვადება მიკრობანკ „კრისტალის“ მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ნაცნობი საბანკო პროდუქტია. ამ პოპულარობას მეტწილად განაპირობებს მისი მოქნილი მახასიათებლები, რომლებიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, სასურველი ნივთი ან მომსახურება მათთვის ხელსაყრელ დროს შეიძინონ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად მომხმარებლებს განვადება სხვადასხვა დროის ინტერვალითა და პირობებით უმტკიცდებათ, რაც, რა თქმა უნდა, უბრალოდ შემთხვევითობა არ არის: ნებისმიერი ფინანსური ორგანიზაცია, მათ შორის მიკრობანკი „კრისტალიც“, პროდუქტით სარგებლობის დეტალებს ყოველთვის გარკვეული კრიტერიუმებით განსაზღვრავს. ამ სტატიაში სწორედ მათ გაგაცნობთ: მოგიყვებით, რა განაპირობებს განვადებით მარტივად და საუკეთესო პირობებით სარგებლობას.

განვადება და მისი დანიშნულება

განვადება ძალიან ჰგავს სამომხმარებლო სესხს, რომელსაც ადამიანები სასურველი ნივთის ყიდვისთვის იღებენ, თუმცა მათ შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაცაა: განვადებას აუცილებლად კონკრეტული მიზნობრიობა აქვს და ფინანსური ორგანიზაციის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში განხორციელებულ შენაძენებზე ვრცელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქტით სარგებლობა მომენტალურად, ამავე ობიექტებშია შესაძლებელი.

განვადებით სარგებლობისას მომხმარებელი ნივთის საფასურს ერთიანად არ იხდის და მას წინასწარ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ნაწილ-ნაწილ ფარავს. უმეტესწილად ეს ვადა 1-36 თვეს შეადგენს, თანხის მოცულობა კი 100-7000 ლარის ფარგლებში მერყეობს. განვადება ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთსაც, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებლებს პროდუქტით უპროცენტოდ სარგებლობაც შეუძლიათ.

როგორ მტკიცდება განვადება და რა განსაზღვრავს მის პირობებს

განვადების განხილვისა და დამტკიცების დროს ფინანსური ორგანიზაციები იკვლევენ, ჰქონდა თუ არა მომხმარებელს სესხები წარსულში, რამდენად დროულად და პასუხისმგებლიანად ფარავდა მათ, ამჟამად თუ ერიცხება დავალიანებები, სარგებლობს თუ არა საკრედიტო პროდუქტებით და ა.შ. მომხმარებლის გადახდისუნარიანობასა და სანდოობას ისინი სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე აფასებენ.

ყველა ეს ჩამოთვლილი მონაცემი საკრედიტო ისტორიაშია თავმოყრილი — დოკუმენტში, რომელიც ადამიანის ფინანსური ცხოვრებისა და ქცევების ერთობლიობას წარმოადგენს და მის თითოეულ სესხს, განვადებასა და საკრედიტო ბარათს, ვალდებულებების შესრულების ვადებსა და გრაფიკებს ასახავს. შეიძლება ითქვას, რომ საკრედიტო ისტორია ადამიანის გრძელვადიანი ფინანსური რეპუტაციაა, რომელიც წლების განმავლობაში იქმნება.

საკრედიტო ისტორიები პოზიტიური და ნეგატიურია. პოზიტიურია ისტორია, როცა  მომხმარებელს ვადაგადაცილება არ უფიქსირდება, დროულად და პასუხისმგებლიანად ფარავს ყოველთვიურ შენატანებს, ხშირად სარგებლობს საკრედიტო პროდუქტებით და ა.შ. ნეგატიურის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა: მას აქვს ჭარბი დავალიანებები, დაგვიანებული გადახდები და ა.შ.

რაც შეეხება საკრედიტო ქულას, ეს არის მონაცემი, რომელიც საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობით, შესაბამისი პროდუქტების გამოყენების სიხშირითა და ვალდებულებების მოცულობით განისაზღვრება. საქართველოში საკრედიტო ქულა 0-დან 400-მდე მერყეობს. რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო სანდოა მომხმარებელი, მისი საკრედიტო ისტორია კი —პოზიტიური. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო ქულით დგება საკრედიტო რეიტინგიც. სულ ჩვენს ქვეყანაში საკრედიტო რეიტინგის 11 საფეხურია. ყველაზე მაღალია A, ყველაზე დაბალი კი — E3.

კარგი საკრედიტო ისტორია და მაღალი ქულა ობიექტურ და სრულ სურათს იძლევა მომხმარებლების სანდოობის შესაფასებლად, ამიტომ ყველა ფინანსური ორგანიზაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში სწორედ ამ ფაქტორებს ეყრდნობა. შესაბამისად, მათ შენარჩუნებაზე ზრუნვა და ვალდებულებების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია.

რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი საკრედიტო ისტორია და საკრედიტო ქულა

კარგი საკრედიტო ისტორია, მაღალი საკრედიტო ქულა და რეიტინგი მომხმარებლის უპირატესობებია. ყველა მათგანი საკრედიტო პროდუქტებით, მათ შორის განვადებით სარგებლობასაც ამარტივებს და სამომავლოდ მათი მიღების შესაძლებლობებსაც ზრდის.

ამას გარდა, კარგი საკრედიტო ისტორიისა და მაღალი საკრედიტო ქულის მქონე მომხმარებლებს ფინანსური ორგანიზაციები, როგორც წესი, განვადებასაც მარტივად უმტკიცებენ და უკეთესი პირობებითაც ემსახურებიან. მიკრობანკ „კრისტალის“ შემთხვევაშიც ეს მიდგომა ვრცელდება: კარგი საკრედიტო ისტორია და მაღალი რეიტინგი განიხილება, როგორც სანდოობის მაჩვენებლები და მომხმარებლებს, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, შეუძლიათ განვადებით უპროცენტოდ ან მინიმალური საპროცენტო განაკვეთით, მაღალი ლიმიტებითა და ხანგრძლივი დროით ისარგებლონ.

მიკრობანკ „კრისტალის“ განვადება საქართველოს თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტში მოქმედებს. პროდუქტი გამორჩეულია მოქნილი პირობებით, საშეღავათო პერიოდითა და შემოსავლებზე მორგებული გრაფიკის შესაძლებლობით. განვადების მინიმალური თანხა 100 ლარია, მაქსიმალური კი — 10 000 ლარი. პროდუქტით სარგებლობის ვადა 1 თვიდან იწყება და 48 თვემდე გრძელდება. დაინტერესებულ მომხმარებლებს შემოსავლის სახით ხელფასის, იჯარის, ფულადი გზავნილის, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესაქმიანობის წარდგენა შეუძლიათ. დეტალები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://crystal.ge/product/ganvadeba-partnior-maghaziebshi/

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...