Homeააფ-ნიუსებისამსახურის უფროსი, მიხეილ მაღლაკელიძე სგპ "ყაზბეგს" ესტუმრა და საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების...

სამსახურის უფროსი, მიხეილ მაღლაკელიძე სგპ “ყაზბეგს” ესტუმრა და საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, მიხეილ მაღლაკელიძე სგპ “ყაზბეგს” ესტუმრა და საბაჟო დეპარტამენტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მან დეტალური ინფორმაცია მიიღო გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობის, ეფექტური საბაჟო კონტროლის პროცედურების შედეგების შესახებ და აღნიშნა, რომ “ყაზბეგის” გამშვები პუნქტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანია, როგორც მთლიანად რეგიონისთვის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ხაზი გაუსვა საბაჟო დეპარტამენტის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების პროცესში და თითოეულ მებაჟე ოფიცერს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი  საზღვრის კვეთის პროცედურებს ადგილზე გაეცნო და გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. 

“ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები – ია ახალაია და მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ყენია და სხვა პასუხისმგებელი პირები. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი უკვე იმყოფებოდა, სამეგრელოს, ასევე იმერეთისა და აჭარის რეგიონებში. 

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...