Homeააფ-ნიუსები10 ივლისს, 11:00 საათზე, სამსახური (SARAS) აუდიტორული ფირმებისა და აუდიტორებისთვის ონლაინ ღონისძიებას...

10 ივლისს, 11:00 საათზე, სამსახური (SARAS) აუდიტორული ფირმებისა და აუდიტორებისთვის ონლაინ ღონისძიებას გამართავს თემაზე: „აუდიტის სფეროში არსებული მდგომარეობა და განვითარების ძირითადი მიმართულებები“.

Published on

spot_img

10 ივლისს, 11:00 საათზე, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (SARAS) აუდიტორული ფირმებისა და აუდიტორებისთვის ონლაინ ღონისძიებას გამართავს თემაზე: „აუდიტის სფეროში არსებული მდგომარეობა და განვითარების ძირითადი მიმართულებები“.

ღონისძიება აუდიტორული მომსახურების სფეროში არსებული მდგომარეობისა და იმ პრაქტიკული საკითხების განხილვას დაეთმობა, რომლებიც აუდიტის ხარისხის ზრდისა და პროფესიის შემდგომი განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

შეხვედრას გახსნის სამსახურის აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იგი აუდიტის სფეროში არსებულ მდგომარეობასა და განვითარების ძირითად მიმართულებებს სამსახურის 2026-2032 წლების სტრატეგიული გეგმის კონტექსტში მიმოიხილავს.

ღონისძიების ფარგლებში სამსახურის აუდიტის ზედამხედველობის ინსპექტორები განიხილავენ მონიტორინგისას გამოვლენილ ძირითად ხარვეზებს, მათი მნიშვნელოვნების შეფასების პრაქტიკულ ასპექტებს და რეესტრთან დაკავშირებულ საკითხებს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდება აუდიტის დაგეგმვისა და რისკების შეფასების, რესურსების მართვის, შიდა მონიტორინგის, სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის, გარიგებების შესახებ ინფორმაციის წარდგენისა და სარეგისტრაციო მონაცემების სწორად გამოყენების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში გაიმართება კითხვა-პასუხის სესია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განიხილონ მათთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხები.

ღონისძიება გაიმართება Webex-ის პლატფორმის მეშვეობით. შეხვედრის განრიგი და ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაციის ბმული აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორული ფირმებისა და აუდიტორების ელექტრონულ ფოსტაზე გაიგზავნება.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...