Homeააფ-ნიუსებიMoody's - ეკონომიკის ძლიერ მხარეებს დამატებით ამყარებს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალი...

Moody’s – ეკონომიკის ძლიერ მხარეებს დამატებით ამყარებს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალი ეფექტიანობა

Published on

spot_img

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი Ba2-ზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ეკონომიკის ძლიერი მაჩვენებლები ამცირებს შიდა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებულ რისკებს, რაც პერსპექტივის გაუმჯობესების საფუძველია. ამასთან, ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალ ეფექტიანობას.

“ჩვენი მოლოდინით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა კვლავ ძლიერი იქნება, რასაც ხელს უწყობს ყოვლისმომცველი ეკონომიკური აქტივობა, შიდა მოხმარება და ინვესტიციები. ძლიერი ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფო ვალის გონივრული მართვა კვლავაც გააძლიერებს ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, მისი როგორც შუა დერეფნის როლი, ხელს შეუწყობს როგორც რეგიონიდან, და სხვა ქვეყნებიდან, საინვესტიციო ნაკადების მოზიდვას. ამ ძლიერ მხარეებს დამატებით ამყარებს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალი ეფექტიანობა”, – წერს Moody’s.

Moody’s აღნიშნავს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის არაერთი რეკომენდაცია უკვე შეასრულა.

“მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რეკომენდებული რამდენიმე ღონისძიება უკვე განხორციელდა. მათ შორისაა: ეროვნული ბანკის საბჭოში არააღმასრულებელი საბჭოს წევრების უმრავლესობის უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური გადარიცხვების შეზღუდვა და ორგანიზაციული სტრუქტურის შეცვლა. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი ამჟამად ასევე მუშაობს სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებაზე, რომელიც გადაწყვეტილებების კოლეგიური მიღების მოდელის დანერგვას და საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის გაძლიერებას ითვალისწინებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად”, – ნათქვამია Moody’s Ratings-ის ანგარიშში.

Moody’s-ის შეფასებით, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ფისკალური დისციპლინა და სახელმწიფო ვალის შემცირება ქვეყნის საკრედიტო მდგრადობას კიდევ უფრო აძლიერებს. სააგენტომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.4%-მდე გაზარდა.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...