Homeააფ-ნიუსებიდავით ონოფრიშვილი ბაზელში IAIS-ის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრებსა და სტრატეგიულ სესიაში მონაწილეობს

დავით ონოფრიშვილი ბაზელში IAIS-ის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრებსა და სტრატეგიულ სესიაში მონაწილეობს

Published on

spot_img

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი, როგორც დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) წევრი,  ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში იმყოფება.

დავით ონოფრიშვილმა, 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, მსოფლიოს წამყვან დაზღვევის ზედამხედველებთან და რეგულატორებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ასოციაციის წამყვანი კომიტეტების სამუშაო შეხვედრებსა და სტრატეგიულ სესიაში, რომელიც საერთაშორისო ანგარიშსწორების (BIS) ბანკის სათავო ოფისში გაიმართა. შეხვედრების ფარგლებში გლობალური სადაზღვევო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, საზედამხედველო პოლიტიკის განვითარების მიმართულებები და ასოციაციის სამომავლო სტრატეგიული პრიორიტეტები განიხილეს.

დღის წესრიგი მოიცავდა IAIS-ის ძირითადი კომიტეტების ანგარიშების განხილვას, სამომავლო პროექტებისა და საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრას, ასევე იმ ინიციატივებს, რომელიც უკავშირდება სადაზღვევო სექტორის თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას.

სამუშაო სესიებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიური პროგრესის გავლენას სადაზღვევო ბაზარზე, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას, კრიზისების მართვის მექანიზმების გაუმჯობესებასა და სადაზღვევო კომპანიების მედეგობის გაძლიერებას ფინანსური შოკების მიმართ.

შეხვედრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების აქტიური ჩართულობის გაძლიერება საერთაშორისო მარეგულირებელი სტანდარტების შემუშავების პროცესში.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა გამართა შეხვედრა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან ტოშიუკი მიიოშისთან, რომელიც ამავდროულად იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტოს საერთაშორისო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. მან შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებთან, კერძოდ: სლოვენიის რესპუბლიკის დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორთან, IAIS-ის ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონის რეგიონალურ კოორდინატორთან გორაზდ ჩიბეისთან; ესპანეთის დაზღვევისა და საპენსიო ფონდების გენერალურ დირექტორთან ხოსე ანტონიო ფერნანდეს დე პინტოსთან; საფრანგეთის ეროვნული ბანკის გენერალური მდივნის პირველ მოადგილესთან ეველინ მასესთან და გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს, დაზღვევისა და საპენსიო ფონდების ზედამხედველობის აღმასრულებელ დირექტორთან  ჯულია ვინსისთან. შეხვედრაზე განიხილეს დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნების ასოციაციის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდის საკითხები. მხარეებმა იმსჯელეს პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე.

დავით ონოფრიშვილის მონაწილეობა IAIS-ის აღმასრულებელი კომიტეტის საქმიანობაში საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ იყოს ჩართული გლობალური სადაზღვევო სტანდარტების ფორმირებაში. საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და დასავლური გამოცდილების გაზიარება და მისი ქართულ სადაზღვევო ბაზარზე დანერგვა ხელს უწყობს სექტორის მდგრადობის, ფინანსური სტაბილურობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...