Homeააფ-ნიუსებისაქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საბანკო საქმისა და ფინანსების დარგობრივი...

საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საბანკო საქმისა და ფინანსების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელ ქვეყნად აირჩიეს

Published on

spot_img

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს (CMFA) გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 ივლისიდან ორი წლის ვადით, საქართველო BSEC-ის საბანკო საქმისა და ფინანსების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელ ქვეყნად აირჩიეს. აღნიშნული სტატუსით საქართველო წამყვან როლს შეასრულებს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში, მათ შორის, მისი პერიოდული სხდომების ორგანიზებაში წევრ სახელმწიფოთა საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით.

აღნიშნული სტატუსი აღრმავებს საქართველოს მრავალმხრივ თანამშრომლობას შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე ხელს უწყობს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას.

დარგობრივი ჯგუფის მთავარი მიზანი BSEC-ის წევრ სახელმწიფოებს შორის საბანკო და საფინანსო სფეროში მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობაა. მათ შორისაა რეგულირების, ზედამხედველობისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხებზე დიალოგის გაღრმავება, საერთო პროექტების ინიცირება და განვითარების სტრატეგიების შემუშავება.

“შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობა ხაზს უსვამს ქვეყნის სტრატეგიულ როლს რეგიონში და მნიშვნელოვანია საბანკო-საფინანსო სექტორში კავშირების გაღრმავებისთვის. სტატუსი განამტკიცებს საქართველოს მრავალმხრივ თანამშრომლობას შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც ხელს უწყობს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას სხვადასხვა მიმართულებებით”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC) 13 ქვეყანას აერთიანებს. მათ შორის, თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბულგარეთს, საბერძნეთს, მოლდოვას, რუმინეთს, სერბეთსა და ა.შ.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...