Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს 2026 წლის 1 ოქტომბრიდან საგადასახადო ანგარიშფაქტურების დადასტურების ახალ...

შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს 2026 წლის 1 ოქტომბრიდან საგადასახადო ანგარიშფაქტურების დადასტურების ახალ გამარტივებულ წესს სთავაზობს

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ გადამხდელების ინტერესების გათვალისწინებითა და ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის მაჩვენებელის გაუმჯობესების მიზნით, 2026 წლის 1 ოქტომბრიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დროული დადასტურების ახალი გამარტივებული წესი ამოქმედდება.  
შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, ნებაყოფლობით, საცდელ რეჟიმში უკვე მიმდინარეობს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისთვის მათ ავტორიზებულ გვერდებზე საინფორმაციო ხასიათის, მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინების გაგზავნა – საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დროული დადასტურების შესახებ. 
აქვე განვმარტავთ, რომ მხარის მიერ, ანგარიშ-ფაქტურის დაუდასტურებლობის გამო, ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება შესაბამისი დღგ-ის დეკლარაციის ვადაში ანგარიშ-ფაქტურების დროული წარდგენა, რაც იწვევს დამატებით დაზუსტებული დეკლარაციების წარმოდგენის ვალდებულებას. 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უწყების მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, მიმღები მხარის მიმართ მომხდარიყო შემოსავლების სამსახურის სერვისებზე შეზღუდვის დაწესება. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ, მიმღებ მხარეს საანგარიშო პერიოდის (ერთი თვის შემდეგ) დასრულებიდან მომდევნო თვის 5 რიცხვში (ყოველი თვის 5 რიცხვში) დაუფიქსირდება დასადასტურებელი საფ-ი/ნსაფ-ი, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე მთავარ მომხმარებელს, ასევე ქვე-მომხმარებელს შეეზღუდებათ ყველა სერვისით სარგებლობის უფლება, გარდა ანგარიშ-ფაქტურების/სპეც ანგარიშ-ფაქტურების მოდულებისა. ამასთან, ავტორიზებული ვებგვერდით სარგებლობისას, ყოველი შესვლისას, მომხმარებელს გამოუჩნდება წითელი ფერის სავალდებულო შეტყობინება,  შემდეგი შინაარსით –  „გაცნობებთ რომ გიფიქსირდებათ დასადასტურებელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნულის გამო, ავტორიზებულ გვერდზე – www. service.rs.ge შეგეზღუდათ სერვისებით სარგებლობის უფლება. სერვისებზე წვდომა აღდგება მყისიერად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის/სპეც ფაქტურ(ებ)ის დადასტურების ან უარყოფის შემდეგ”. 

აღნიშნულის გათვალისწინებით, დროულად მოხდება ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება, რათა მომსახურების მიმღებმა მხარემ მარტივად შეძლოს შესაბამისი დღგ-ის თანხის ჩათვლა და მხარეებისთვის (როგორც ანგარიშ-ფაქტურის გამომწერის ასევე მიმღების) შეიქმნას სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო. ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დროული დადასტურება შეამცირებს საგადასახადო შემოწმების რაოდენობას და გააუმჯობესებს, როგორც რისკების იდენტიფიცირების სიზუსტეს, ასევე პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობას.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...