Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საბჭოს სესიებს დაესწრნენ

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საბჭოს სესიებს დაესწრნენ

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სოსო ობოლაძემ და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მინდია გრძელიძემ მონაწილეობა მიიღეს ქ. ბრიუსელში გამართულ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საბჭოს 147/148 სესიებში, რომლებსაც 187 წევრი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირი დაესწრო. 

საბჭოს სესიის ფარგლებში, მონაწილეებმა მოისმინეს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივნისა და  სხვადასხვა დირექტორატის წევრების ანგარიშები – რეგიონული თანამშრომლობის, საბაჟო ადმინისტრაციების წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ამასთან, შემოსავლების სამსახურის დელეგაციის ხელმძღვანელმა სოსო ობოლაძემ, ელექტრონული კენჭისყრის რეჟიმში, მონაწილეობა მიიღო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტისა და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარის არჩევნების პროცესში.

აღნიშნული სესიების მიმდინარეობისას, უწყების წარმომადგენლებმა გაცნობითი ხასიათის ორმხრივი შეხვედრები გამართეს ბულგარეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ყაზახეთის და ყირგიზეთის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, სადაც მონაწილე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის, ინსტიტუციური რეფორმებისა და საბაჟო ადმინისტრაციების სამომავლო გეგმების  საკითხები განიხილეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას  მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის სხვადასხვა პლატფორმაზე, როგორც ოპერატიული კონსულტაციის, ასევე რეგიონული პარტნიორობის ხელშეწყობის მიმართულებით.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...