Homeააფ-ნიუსებისაქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის ივნისის თვის შედეგები

საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის ივნისის თვის შედეგები

Published on

spot_img

ივნისში გლობალურ ბაზრებზე დაფიქსირებულ მერყეობას, საპენსიო ფონდის პორტფელების ჭრილში, ადგილობრივი ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების სტაბილური მომგებიანობა აბალანსებდა. შედეგად, თვის განმავლობაში, პორტფელებმა შერეული შედეგები დააფიქსირეს, რასაც პორტფელებს შორის საერთაშორისო და ადგილობრივი ინსტრუმენტების განსხვავებული წილი განსაზღვრავდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ივნისში ყველაზე მაღალი, 0.47%-იანი ზრდა კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა. დაბალანსებული პორტფელი 0.03%-ით გაიზარდა, ხოლო დინამიკური პორტფელი 0.40%-ით შემცირდა.

ივნისის სუსტი შედეგის მიუხედავად, დინამიკური პორტფელი 2026 წლის პირველ ნახევარში ნომინალური მომგებიანობის კუთხით ლიდერობს:

🔹დინამიკური – 8.56% (რეალური ამონაგები ინფლაციის გათვალისწინებით: 4.06%)
🔹დაბალანსებული – 7.48% (რეალური: 3.02%)
🔹კონსერვატიული – 6.41% (რეალური: 2.00%)

აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან მიღებული ნომინალური შემოსავლიანობითაც აგრძელებს ლიდერობას და მისი გაწლიურებული ამონაგები 14.88%-ს (რეალური: 10.31%) შეადგენს. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შემთხვევაში შესაბამისი მაჩვენებლები 13.49% (რეალური: 8.98%) და 10.35%-ია (რეალური: 4.33%).

ივნისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.6 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ფონდის აქტივების, საინვესტიციო პორტფელების განაწილებისა და შედეგების დეტალური მიმოხილვისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ინტერაქტიულ ანგარიშებს

სრული ყოველთვიური საინვესტიციო ანგარიშების სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...