Homeააფ-ნიუსებისაქსტატისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით შრომის ბაზრის სისტემის შესახებ საერთაშორისო...

საქსტატისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით შრომის ბაზრის სისტემის შესახებ საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა

Published on

spot_img

2025 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით საერთაშორისო ფორუმი – „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემების გაძლიერება სწრაფი ცვლილებების სამყაროში“ ჩატარდა. მონაწილეებს სიტყვით საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პაატა შავიშვილმა მიმართა.

ფორუმის მიზანს წარმოადგენდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლების მიერ შრომის ბაზრის თანამედროვე საინფორმაციო სისტემების განვითარების საჭიროებების და აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობით ჩატარებული, სამუშაოსთან დაკავშირებული უნარების გამოკვლევის შედეგების განხილვა.

შეხვედრის დროს, ასევე განხილულ იქნა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება და თანამედროვე სტრატეგიები, რომლებიც ხელს უწყობს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესებას.

შეხვედრა პანელური დისკუსიების ფორმატში მიმდინარეობდა და მასში საქსტატის, სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...