Homeააფ-ნიუსებისამსახურმა (SARAS) აუდიტორული ფირმებისა და აუდიტორებისთვის ონლაინ ღონისძიება გამართა თემაზე: „აუდიტის სფეროში...

სამსახურმა (SARAS) აუდიტორული ფირმებისა და აუდიტორებისთვის ონლაინ ღონისძიება გამართა თემაზე: „აუდიტის სფეროში არსებული მდგომარეობა და განვითარების ძირითადი მიმართულებები“

Published on

spot_img

10 ივლისს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) აუდიტორული ფირმებისა და აუდიტორებისთვის ონლაინ ღონისძიება გამართა თემაზე: „აუდიტის სფეროში არსებული მდგომარეობა და განვითარების ძირითადი მიმართულებები“.

ღონისძიება აუდიტორული მომსახურების სფეროში არსებული მდგომარეობისა და იმ პრაქტიკული საკითხების განხილვას დაეთმო, რომლებიც აუდიტის ხარისხის ზრდისა და პროფესიის შემდგომი განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

შეხვედრა სამსახურის აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გახსნა. მან აუდიტის სფეროში არსებული მდგომარეობა და განვითარების ძირითადი მიმართულებები სამსახურის 2026-2032 წლების სტრატეგიული გეგმის კონტექსტში მიმოიხილა.

ღონისძიების ფარგლებში სამსახურის აუდიტის ზედამხედველობის ინსპექტორებმა განიხილეს მონიტორინგისას გამოვლენილი ძირითადი ხარვეზები, მათი მნიშვნელოვნების შეფასების პრაქტიკული ასპექტები და რეესტრთან დაკავშირებული საკითხები. ყურადღება გამახვილდა აუდიტის დაგეგმვისა და რისკების შეფასების, რესურსების მართვის, შიდა მონიტორინგის, სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის, გარიგებების შესახებ ინფორმაციის წარდგენისა და სარეგისტრაციო მონაცემების სწორად გამოყენების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ მათთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხები.
ღონისძიება Webex-ის პლატფორმის მეშვეობით გაიმართა.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...