Homeააფ-ნიუსები"სარტყელი და გზის" ინიციატივის საგადასახადო ადმინისტრირების თანამშრომლობის მექანიზმი (BRITACOM) შემოსავლების სამსახურის წარმატებული...

“სარტყელი და გზის” ინიციატივის საგადასახადო ადმინისტრირების თანამშრომლობის მექანიზმი (BRITACOM) შემოსავლების სამსახურის წარმატებული გამოცდილების შესახებ თავის პუბლიკაციაში საუბრობს

Published on

spot_img

“სარტყელი და გზის” ინიციატივის საგადასახადო ადმინისტრირების თანამშრომლობის მექანიზმის (BRITACOM) ოფიციალურ ვებგვერდზე, გამოქვეყნდა ვრცელი პუბლიკაცია სახელწოდებით – “ინტეგრირებული საგადასახადო სისტემები და ადმინისტრაციული რეფორმები საქართველოს შემოსავლების სამსახურში”, რომელიც თითოეული გადამხდელისთვის მარტივი და ხელმისაწვდომი მომსახურების შეთავაზებას, ასევე სრულად ციფრული ადმინისტრირების ახალი შესაძლებლობების მიმოხილვას დაეთმო. 

კმაყოფილებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ პუბლიკაციაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა, თუ როგორ გარდაქმნა საქართველოს შემოსავლების სამსახურმა თავისი საქმიანობა ტრადიციული მაკონტროლებელი ორგანოდან თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, სრულად ციფრულ ადმინისტრაციად, რომლის უმთავრესი მიზანია თითოეული გადამხდელისთვის მარტივი და ხელმისაწვდომი მომსახურების შეთავაზება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის მხარდაჭერა და ადმინისტრირების პროცესის ეფექტურობა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული – “წარმოგიდგენთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმატებულ გამოცდილებას, რომელმაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოდერნიზაციის პროგრამა განახორციელა. სამსახურის ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში, მთავარი მახასიათებელი იყო სწრაფი გადასვლა ტრადიციულ კონტროლზე დაფუძნებული საგადასახადო ადმინისტრირებიდან, მომსახურებაზე ორიენტირებულ პარტნიორულ მოდელზე”.
გამოცემაში, ასევე აღნიშნულია, რომ “საქართველოს შემოსავლების სამსახურის საქმიანობა ეფუძნება ურთიერთანამშრომლობის პრინციპების ერთობლიობას, რომლებიც განსაზღვრავენ, როგორც ყოველდღიურ ოპერაციულ საქმიანობას, ასევე, გრძელვადიანი განვითარების პროცესს. გლობალური ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით, უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და ეფექტიანი, მდგრადი ადმინისტრირების სისტემების უზრუნველყოფა”.
იხილეთ ვრცლად:
https://www.britacom.org/gkzljxz/dzqk/202606/P020260623590978634550.pdf

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...