Homeააფ-ნიუსებიOECD-ის წევრი ქვეყნების 2025 წლის მონაცემებთან შედარებით საქართველოს საპენსიო ფონდი რეალური ამონაგების...

OECD-ის წევრი ქვეყნების 2025 წლის მონაცემებთან შედარებით საქართველოს საპენსიო ფონდი რეალური ამონაგების მიხედვით მოწინავე პოზიციებს იკავებს

Published on

spot_img

OECD-ის წევრი ქვეყნების 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოს საპენსიო ფონდის სამივე პორტფელი ნომინალური და რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მიხედვით მოწინავე პოზიციებს იკავებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია დინამიკური პორტფელი, რომლის რეალურმა ამონაგებმა 10.8% შეადგინა. ამ შედეგით, დინამიკური პორტფელი OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა. დინამიკური პორტფელის მაღალ მომგებიანობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საერთაშორისო აქციების ბაზრების ძლიერმა შედეგებმა.

საქართველოს საპენსიო ფონდის 2025 წლის სრულ წლიურ საინვესტიციო ანგარიშს გაეცანით ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

შენიშვნა: საქართველოს საპენსიო ფონდის წლიურ საინვესტიციო ანგარიშში პორტფელების მომგებიანობა დათვლილია დროში შეწონილი ამონაგების (Time-Weighted Return) მეთოდით, ხოლო საერთაშორისო შედარებისთვის OECD-ის მიერ განსაზღვრული ერთიანი მეთოდოლოგია გამოიყენება. OECD-ის მეთოდოლოგიით, კონსერვატიული პორტფელის ნომინალურმა ამონაგებმა 11.1%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა 6.8% შეადგინა; დაბალანსებული პორტფელისთვის აღნიშნული მაჩვენებლები, შესაბამისად, 12.8% და 8.5% იყო, ხოლო დინამიკური პორტფელისთვის – 17.5% და 13.0%.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...