Homeააფ-ნიუსებიფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისმა კომიტეტმა მორიგი სხდომა გამართა

ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისმა კომიტეტმა მორიგი სხდომა გამართა

Published on

spot_img

ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტის სხდომაზე ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კომიტეტის შემადგენლობაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი (კომიტეტის თავმჯდომარე), ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსები შედიან.

კომიტეტის ძირითადი ამოცანა ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით უწყებებს შორის კოორდინაციაა. კომიტეტის წევრებმა დეტალურად განიხილეს სარეზოლუციო ფონდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები, მათ შორის კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული შენატანების პროცესი, ფონდის ადმინისტრირებისა და საინვესტიციო მართვის შედეგები, აგრეთვე მისი ფინანსური მაჩვენებლები.

ყურადღება ასევე დაეთმო 2025 წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. აღინიშნა, რომ სარეზოლუციო ფონდისთვის პირველად მომზადდა აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, დამოუკიდებელი აუდიტორის – KPMG-ის აუდიტორული დასკვნით. აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნით არის განსაზღვრული და ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობის, ეფექტიანი მართვისა და ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს.

კომიტეტის წევრებმა ასევე იმსჯელეს სარეზოლუციო ფონდის სასარგებლოდ მსოფლიო ბანკის მიერ ე.წ. საკრედიტო ხაზის გამოყოფის პროექტზეც. განხილულ იქნა პროექტის ფინანსური პირობები, განხორციელების ეტაპები, შესაბამისი სამართლებრივი და ინსტიტუციური საკითხები, ასევე, შესაძლო შესასრულებელი ვალდებულებები. აღინიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ფინანსური სისტემის მდგრადობას და საჭიროების შემთხვევაში რესურსებზე დროული ხელმისაწვდომობის ზრდას.

დასასრულს, კომიტეტის წევრებმა ხაზი გაუსვეს უწყებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება ერთობლივი სამუშაოები როგორც საბანკო რეზოლუციისა და დეპოზიტების დაზღვევის ჩარჩოს შემდგომი სრულყოფის მიმართულებით, ასევე, ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი ჩარჩოს განვითარების კუთხით, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...