Homeააფ-ნიუსებიურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

Published on

spot_img

საქსტატსა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და სს „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას. შეთანხმების ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ ერთობლივი პროექტების განხორციელების, პროფესიული გამოცდილების გაზიარების, კონსულტაციების გაწევის, სტატისტიკური და სხვა სახის ინფორმაციის გაცვლის, ასევე ოფიციალური სტატისტიკის პოპულარიზაციის მიმართულებით. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს კორპორაციის ბენეფიციარებს შორის საქსტატის სტატისტიკური პროდუქტებისა და ელექტრონული სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, რაც ოფიციალური სტატისტიკის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ზრდას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების კულტურის გაძლიერებას, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის განვითარებასა და ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...