Homeააფ-ნიუსებისაქსტატმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული NACE კლასიფიკატორის ახალი საძიებო პორტალი წარადგინა

საქსტატმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული NACE კლასიფიკატორის ახალი საძიებო პორტალი წარადგინა

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა  ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული NACE კლასიფიკატორის ახალი საძიებო პორტალის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, ბიზნესსექტორის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ახალი პორტალი დამსწრე საზოგადოებას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ წარუდგინა. პრეზენტაციის ფარგლებში მან ისაუბრა ოფიციალური სტატისტიკის სისტემაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე და დამსწრეებს გააცნო ახალი პორტალის ძირითადი შესაძლებლობები და მისი პრაქტიკული დანიშნულება.

პორტალი მომხმარებლებს ეკონომიკური საქმიანობის ტექსტობრივი აღწერის საფუძველზე შესაბამისი NACE Rev.2 (სეკ 006-2016) კლასიფიკატორის კოდის სწრაფად და მარტივად მოძიების შესაძლებლობას აძლევს. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით დამაზუსტებელ კითხვებს სვამს, რაც ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისი კოდის უფრო მაღალი სიზუსტით განსაზღვრას უზრუნველყოფს.

ახალი პორტალი ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე და განკუთვნილია საწარმოების წარმომადგენლებისთვის, მეწარმეობის დაწყების მსურველებისთვის, საჯარო უწყებების თანამშრომლებისთვის, ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტებისა და ყველა იმ მომხმარებლისთვის, ვისაც საქმიანობის შესაბამისი NACE კოდის განსაზღვრა სჭირდება. AI-ჩეტბოტთან ერთად, ვებგვერდზე განთავსებულია NACE კლასიფიკატორის სრული ვერსია და ინსტრუმენტის გამოყენების მოკლე ინსტრუქცია, რაც მომხმარებლებს მიღებული შედეგის გადამოწმებისა და სისტემის ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

პორტალის დანერგვა წარმოადგენს საქსტატის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის მნიშვნელოვან ეტაპს და კიდევ ერთხელ ადასტურებს სამსახურის მზადყოფნას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებლებს შესთავაზოს სწრაფი, ეფექტიანი და ინოვაციური სერვისები. აღნიშნული ინიციატივა ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიცირების პროცესის გამარტივებას და ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელებას.

ღონისძიება კითხვა-პასუხით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც დამსწრეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც ახალი AI-პორტალის ფუნქციონირების, ისე საქსტატისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...