Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, მიხეილ მაღლაკელიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებს – “ნინოწმინდა, “კარწახი”, კარწახი – ახალქალაქი სარკინიგზოს” და “ვალეს” ესტუმრა, სადაც საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრების მსვლელობისას, მან ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდების მნიშვნელობას და გაზრდილ სატვირთო ავტომობილების ნაკადის ეფექტურად მართვის პროცესში განხორციელებული ღონისძიებები განიხლა.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, სადაც მებაჟე ოფიცრების სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ამასთან, “ვალეს” საბაჟო გამშვებ პუნქტზე ყოფნისას, უწყების ხელმძღვანელმა დაათვალიერა ახალი, დამატებითი გასასვლელების (სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის) მშენებლობისა და არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოები.

რეგიონში სტუმრობისას, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასევე მოინახულა ახალციხისა და ბორჯომის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები, სადაც გადასახადის გადამხდელთათვის შეთავაზებული სერვისების მიწოდების პროცესს პირადად გაეცნო. სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას, მიხეილ მაღლაკელიძემ აღნიშნა, რომ მომხმარებლებთან კოორდინირებული თანაშრომლობის გარეშე, შეუძლებელი იქნება უწყების მიერ, დასახული მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება.

რეგიონალურ შეხვედრებს, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები – ია ახალაია და მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ყენია და სხვა პასუხისმგებელი პირები.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...