Homeააფ-ნიუსებიფინანსებზე ხელმისაწვდომობა მეწარმე ქალებისთვის - მიკრობანკი “კრისტალი” სამხრეთ კავკასიის ბიზნესკომპანიებს საკუთარ გამოცდილებას...

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მეწარმე ქალებისთვის – მიკრობანკი “კრისტალი” სამხრეთ კავკასიის ბიზნესკომპანიებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს

Published on

spot_img

მიკრობანკმა “კრისტალმა” გაეროს ქალთა ორგანიზაციის შეხვედრაზე, რომელიც ქართული, სომხური და აზერბაიჯანული კერძო სექტორისთვის ჩატარდა, მეწარმე ქალების მხარდაჭერის წარმატებული მაგალითები და საუკეთესო პრაქტიკა წარადგინა.

შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, “კრისტალის” გარემოსდაცვითი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაია ქობალიამ ისაუბრა ქალთა გაძლიერებაზე, როგორც კომპანიის ბიზნესსაქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებაზე და განსაკუთრებული აქცენტი გენდერულ ობლიგაციებზე გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ “კრისტალი” იყო სამხრეთ კავკასიაში პირველი საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც, აზიის განვითარების ბანკთან ერთად, 2023 წლის თებერვალში 25 მილიონი ლარის მოცულობის პირველი სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციები. გამოუშვა. ინიციატივა მიზნად მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას, საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას წარმოადგენდა.

ამ მნიშვნელოვან პროექტზე საუბრის პარალელურად, მაია ქობალიამ ხაზი გაუსვა, რამდენად ღირებულია ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნა არა მარტო კომპანიის წარმატებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ბიზნესკომპანიებისთვის, საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, სამუშაო შეხვედრები რეგულარულად ტარდება. ბოლო შეხვედრა მიზნად ისახავდა ფინანსური ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ ბიზნესსტრატეგიებში, პროდუქტებსა თუ მომსახურებებში გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები დანერგონ. მონაწილეები გაეცნენ სამივე ქვეყნის ბიზნესსექტორის პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და წარმატებულ შედეგებს – მეწარმე ქალების მხარდამჭერ პროგრამებს, გენდერულად მგრძნობიარე ფინანსურ პროდუქტებსა და სხვა ინკლუზიურ მექანიზმებს. “კრისტალის” გენდერული ობლიგაციებიც სწორედ ერთ-ერთ ასეთ მაგალითს წარმოადგენდა.

საგულისხმოა, რომ “კრისტალი” წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ კომპანიას საქართველოში, რომელიც 2016 წელს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა და გენდერული თანასწორობის მისაღწევად ღირებული ინიციატივების განხორციელება დაიწყო. კომპანიამ შარშან გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან გაეროს ქალთა გაძლიერების

პრინციპების 10-წლიანი ერთგულებისა და ურყევი მხარდაჭერისთვის სპეციალური ჯილდოც მიიღო.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...