Homeააფ-ნიუსებისამსახურმა (SARAS) ანგარიშგების მიმართულებით საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დაასრულა

სამსახურმა (SARAS) ანგარიშგების მიმართულებით საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დაასრულა

Published on

spot_img

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) ანგარიშგების მიმართულებით საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დაასრულა.

შეხვედრების ჩატარების ლოკაციები ბუღალტრებისა და საწარმოების წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარებული წინასწარი გამოკითხვის შედეგების საფუძველზე განისაზღვრა. ციკლის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში, გორში, ახალციხესა და თბილისში.

შეხვედრები განკუთვნილი იყო მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოების წარმომადგენლებისთვის, ბუღალტრებისა და ანგარიშგების მიმართულებით დაინტერესებული პირებისთვის.

ღონისძიებების ფარგლებში სამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის პროცესი, მისი ძირითადი ეტაპები, პრაქტიკაში ხშირად გამოვლენილი შეცდომები და შესაბამისი რეკომენდაციები.

რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე, ანგარიშგების წარდგენის საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ სავაჭრო და ალტერნატიული დაფინანსების ინსტრუმენტებზე, საბანკო პროდუქტების ეფექტიან შერჩევაზე, სტრატეგიული ფინანსური კონსულტაციისა და Excel-ზე დაფუძნებული ანალიტიკური ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების საკითხებზე.

ციკლის დასკვნითი შეხვედრა 16 ივლისს თბილისში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შენობაში გაიმართა. შეხვედრა 2025 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგების წარდგენის პროცესთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებს დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ანგარიშგების წარდგენის ძირითადი ეტაპები, პროგრამული საკითხები, პრაქტიკაში ხშირად დაშვებული შეცდომები, ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებული აქტუალური სამართლებრივი საკითხები და ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგების მომზადების პრაქტიკული ასპექტები.

თბილისში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსს ფასს-ისა და მეოთხე კატეგორიის სტანდარტების პრაქტიკული გამოყენების საკითხებს, რაც მცირე, საშუალო და მიკრო საწარმოებს სტანდარტებთან შესაბამისი, მაღალი ხარისხის ფინანსური ანგარიშგებების მომზადებასა და წარდგენაში დაეხმარება.
შეხვედრები ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხები სამსახურის (SARAS) წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

საინფორმაციო შეხვედრების ციკლი მიზნად ისახავდა ანგარიშგების წარდგენის პროცესთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებას, პრაქტიკაში ხშირად დაშვებული შეცდომების შემცირებასა და წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას.
რეგიონებში გამართული შეხვედრები რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის (RSMEDP) მხარდაჭერით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგებების წარდგენის პროცესი მიმდინარეობს და სუბიექტებს ანგარიშგებების წარდგენა შეუძლიათ ანგარიშგების პორტალის – www.reportal.ge – მეშვეობით. 

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...