Homeააფ-ნიუსებიგოგიტა თოდრაძე იაპონიაში გაეროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო შეხვედრებს დაესწრო

გოგიტა თოდრაძე იაპონიაში გაეროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო შეხვედრებს დაესწრო

Published on

spot_img

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების სტატისტიკის ინსტიტუტის (UNSIAP) მმართველი საბჭოს 21-ე სესიასა და აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების სტატისტიკური სამსახურების ხელმძღვანელებისთვის გამართულ მენეჯმენტის სემინარში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც 1-4 დეკემბერის პერიოდში, იაპონიაში, ქ. ჩიბასა და ქ. ტოკიოში ჩატარდა.

აღნიშნული შეხვედრები გაეროს სტატისტიკის სამსახურის (UNSD), გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების სტატისტიკის ინსტიტუტის (UNSIAP) და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის სტატისტიკის სამსახურის (UNESCAP) ორგანიზებით მიმდინარეობდა, რომელსაც აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრების ფარგლებში გაიმართა ასევე მსოფლიო სტატისტიკის დღესთან დაკავშირებული ფორუმი, რომელიც იაპონიის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ და აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელმა მდივანმა გახსნეს.

UNSIAP-ის მმართველი საბჭოს სესიაზე განხილულ იქნა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში, 2026 წლის სამუშაო გეგმის პროექტი და სხვა მიმდინარე საკითხები. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილების, ეროვნულ ანგარიშთა სისტემის, სოციალური სტატისტიკის, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მიმართულებით ტრენინგების ორგანიზებაზე.

საქსტატის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიებში, ასევე მონაწილეებს პრეზენტაციის სახით საქართველოს გამოცდილება და საქსტატის სამომავლო გეგმები გააცნო.

აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების სტატისტიკის ეროვნული სამსახურების ხელმძღვანელთათვის განკუთვნილი მენეჯმენტის სემინარის მთავარ თემას წარმოადგენდა ლიდერობისა და მენეჯმენტის უნარების გაძლიერება სტატისტიკურ მონაცემთა მომხმარებლებთან ურთიერთობის ორგანიზებაში. ასევე, ღონისძიებაზე განხილული იქნა სახელმწიფო დაწესებულებების, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა მომხმარებლების მონაცემთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხები, ამ მიზნით შექმნილი სტატისტიკური პროდუქტებისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი მართვა, და სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილება.

სემინარზე, რომელიც ასევე მონაცემთა შეგროვებისა და გავრცელების გაუმჯობესების საკითხებს ეძღვნებოდა, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურებსა და ოფიციალური სტატისტიკური მონაცემთა მომხმარებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...