2026 წლის 21 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N41 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 8.0 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 97 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.889%, მაქსიმალური 9.010%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.928%.

