Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა და კორეის ბანკმა ცოდნის გაზიარების პარტნიორული პროგრამის ფარგლებში ორმხრივ...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და კორეის ბანკმა ცოდნის გაზიარების პარტნიორული პროგრამის ფარგლებში ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კორეის ბანკის წარმომადგენლებსა და კორეის საფინანსო ტელეკომუნიკაციებისა და კლირინგის ინსტიტუტის (KFTC) დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ცოდნის გაზიარების პარტნიორული პროგრამის (Knowledge Partnership Program) ფარგლებში თანამშრომლობის ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ.

2026 წლის პროგრამა ეძღვნება თემას – „ღია ბანკინგი და ღია ფინანსები, როგორც ტრადიციული საგადახდო ინფრასტრუქტურის კონკურენტუნარიანი ალტერნატივა“. პროექტის მიზანია საქართველოსთვის ღია ფინანსების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და შესაბამისი მარეგულირებელი, ინსტიტუციური და ტექნიკური მოდელის შემუშავების მხარდაჭერა.

შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ბანკს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი თქმით, 2025 წელს განხორციელებულმა ერთობლივმა პროექტმა, რომელიც საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის განვითარებას შეეხებოდა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის საგადახდო ინფრასტრუქტურის შეფასებასა და მისი განვითარების მიმართულებების განსაზღვრაში.

სებ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივებზე, რომლებიც ფინანსური სერვისების ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანამედროვე ციფრული ფინანსური გარემოს ჩამოყალიბება, რის ფარგლებშიც ბოლო წლებში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის, ღია ბანკინგის ჩარჩოს, ციფრული ბანკების სალიცენზიო რეჟიმის, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩოსა და სტეიბლკოინების გამოშვების სამართლებრივი საფუძვლის შექმნა.

„ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოში ღია ბანკინგის სერვისებით 9 მილიონზე მეტჯერ ისარგებლეს, რაც ცხადყოფს, რომ სისტემა უკვე ჩამოყალიბდა საიმედო საფუძვლად ყოველდღიური ციფრული ფინანსური მომსახურებისთვის. ჩვენი შემდეგი ეტაპი ღია ფინანსების განვითარებაა, რომელიც მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე ფინანსური მონაცემების უფრო ფართო და უსაფრთხო გაზიარებას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით კორეის MyData მოდელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკაა და მისი გამოცდილება საქართველოსთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცოდნის გაზიარების პარტნიორული პროგრამის ფარგლებში კორეელი ექსპერტები ეროვნული ბანკის გუნდთან ერთად იმუშავებენ ღია ფინანსების ეკოსისტემის განვითარების კონცეფციაზე. პროექტი მოიცავს როგორც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ისე საქართველოს სამართლებრივი და მარეგულირებელი გარემოს ანალიზს, ღია ფინანსების მოდელისა და ეკოსისტემის არქიტექტურის, დანერგვის ეტაპობრივი გეგმის, მონაცემთა გაზიარების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, მმართველობისა და ტექნიკური სტანდარტების შემუშავების საკითხებს.

პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართება სამუშაო შეხვედრები საქართველოს საბანკო ასოციაციის, კომერციული ბანკების, ფინტექ კომპანიებისა და სექტორის სხვა წარმომადგენლებთან. პროგრამა წლის განმავლობაში გაგრძელდება შუალედური სემინარებით, შესაძლებლობების განვითარების აქტივობებითა და დასკვნითი ღონისძიებით, სადაც წარმოდგენილი იქნება კვლევის საბოლოო შედეგები და რეკომენდაციები საქართველოს ღია ფინანსების ეკოსისტემის განვითარებისათვის.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...