Homeააფ-ნიუსებიეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტს აქვეყნებს

Published on

spot_img

სამომავლო ღონისძიებებზე საფინანსო სექტორისთვის პროგნოზირებადობის ზრდისა და დაინტერესებული მხარეებისთვის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიას აქვეყნებს. დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი სექტორისა და სხვა დაინტერესებული პირების მაღალი ჩართულობით წარიმართა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი პირველ ეტაპზე გამოქვეყნდა კითხვარი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმის ფორმირებაში. მომდევნო ეტაპზე კი საჯარო განხილვისთვის განთავსდა 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის სამუშაო ვერსია, რომლის ფარგლებშიც მოხდა დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის, ინიციატივებისა და რეკომენდაციების მიღება.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და მიმდინარე ტენდენციების ანალიზის, საზედამხედველო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების და როგორც საერთაშორისო პარტნიორებისგან, ისე დაინტერესებული მხარეებისგან კონსულტაციების ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, განისაზღვრა ეროვნული ბანკის 2026-2028 წლების საზედამხედველო პრიორიტეტები, კერძოდ:

· საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებთან დაახლოება;

· საფინანსო სექტორის მდგრადი ფუნქციონირების მიზნით რისკების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესება;

· ფინანსური ინოვაციების განვითარება, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა;

· ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება;

· მომავალზე ორიენტირებული ზედამხედველობის გაძლიერება და ინკლუზიურობის ზრდა.

2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი მოიცავს როგორც საზედამხედველო პრიორიტეტების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას, ისე, 2025 წლის მნიშვნელოვან მოვლენებსა და გასული წლის ჭრილში სტრატეგიის შესრულების ანგარიშს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...