Homeააფ-ნიუსებიმიკრობანკ „კრისტალსა“ და FMO-ს შორის 20 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება...

მიკრობანკ „კრისტალსა“ და FMO-ს შორის 20 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

Published on

spot_img

მიკრობანკმა „კრისტალმა“ და ნიდერლანდების სამეწარმეო განვითარების ბანკმა FMO-მ 20 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს ორ ფინანსურ ინსტიტუტს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის ისტორიას. დაფინანსება გაიცემა ადგილობრივ ვალუტაში, აშშ დოლარის ეკვივალენტით და მიკრობანკი მას საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების (MSME) ფინანსური მხარდაჭერისთვის გამოიყენებს. ფულადი რესურსის 20% მოხმარდება გარემოსდაცვით ინიციატივებს და მდგრადი ბიზნესპროექტების მხარდაჭერას.

პარტნიორობის ფარგლებში „კრისტალი“ ასევე მიიღებს ტექნიკურ დახმარებას, რომელიც ბანკის ინსტიტუციური განვითარებას და სტრატეგიული პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

„კრისტალის“ გენერალური დირექტორი, ილია რევია: „ბოლო ათი წლის განმავლობაში FMO-მ „კრისტალს“ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე დაუჭირა მხარი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის გაძლიერებაში. ამიტომ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეთანხმება FMO-სთან ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია. მიკრობანკად განვითარების პროცესში ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესის ზრდა, არამედ ძლიერი და მდგრადი ორგანიზაციის ფორმირება, რომელიც გრძელვადიან ღირებულებას შექმნის ჩვენი კლიენტებისა და პარტნიორებისთვის. სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება აღნიშნული დაფინანსება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გავზარდოთ მეწარმეებისთვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა.“

FMO-ს ფინანსური ინსტიტუტების მიმართულების მენეჯერი, რუჰი კოსგუნი: „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. სწორედ ამიტომ, 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებით მხარს ვუჭერთ „კრისტალის“ მიზანს, ქვეყნის მასშტაბით გააფართოოს მეწარმეებისთვის ფინანსებზე წვდომა და ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი მიმართულების მქონე ბიზნესპროექტების დაფინანსებას. „კრისტალთან“ უკვე თითქმის ათწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს და მოხარულები ვართ, რომ ამ პარტნიორობას ვაგრძელებთ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს საქართველოში ფინანსური ინკლუზიურობის გაძლიერებას და კერძო სექტორის მდგრად განვითარებას. ამასთან ერთად, ტექნიკური დახმარების კომპონენტი კიდევ უფრო გააძლიერებს „კრისტალის“

ინსტიტუციურ შესაძლებლობებს და დაეხმარება ორგანიზაციას, გრძელვადიანი ღირებულება შექმნას როგორც თავისი კლიენტებისთვის, ისე იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც ემსახურება.“

FMO-ს შესახებ: FMO – ნიდერლანდების სამეწარმეო განვითარების ბანკი – 1970 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს კერძო სექტორის გაძლიერებას განვითარებად ქვეყნებსა და მზარდ ბაზრებზე. FMO-ს სჯერა, რომ ძლიერი კერძო სექტორი ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის საფუძველია. სწორედ ამიტომ, უკვე 55 წელზე მეტია, მხარს უჭერს მეწარმეებსა და ბიზნესებს, რათა ადგილობრივი ეკონომიკა უფრო ინკლუზიური, პროდუქტიული და მდგრადი გახდეს, ხოლო მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს. ბანკი საქმიანობას სამი ძირითადი მიმართულებით წარმართავს: აგრობიზნესი, ენერგეტიკა და ფინანსური ინსტიტუტები. 85 ქვეყანაში 12.5 მილიარდი ევროს მოცულობის საინვესტიციო პორტფელით, FMO განვითარების დაფინანსების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.fmo.nl

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...