Homeააფ-ნიუსებისაქსტატმა დაარსებიდან 107 წლის იუბილე აღნიშნა

საქსტატმა დაარსებიდან 107 წლის იუბილე აღნიშნა

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაარსებიდან 107 წლის იუბილე აღნიშნა.

საიუბილეო ღონისძიება სასტუმრო „ბილტმორი თბილისში“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ეროვნული ბანკის, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ილია შამუგიამ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ და საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

ღონისძიების ფარგლებში გოგიტა თოდრაძემ წარადგინა პრეზენტაცია, რომელშიც შეაჯამა საქსტატის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, მიღწეული შედეგები და სამსახურის განვითარების სამომავლო გეგმები. მან ყურადღება გაამახვილა ოფიციალური სტატისტიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

განსაკუთრებული ადგილი დაეთმო თანამშრომელთა და პარტნიორთა ღვაწლის დაფასებას. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ საქსტატის თანამშრომლები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ოფიციალური სტატისტიკის განვითარებაში, ასევე ბიზნესკომპანიები და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობენ საქსტატთან და ხელს უწყობენ მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის წარმოებას.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ 107-წლიანი ისტორიის განმავლობაში საქსტატი ჩამოყალიბდა თანამედროვე, დამოუკიდებელ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ინსტიტუციად. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, მათ შორის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის სრულად ციფრულ ფორმატში ჩატარებაზე, მონაცემთა გავრცელების თანამედროვე პლატფორმების შექმნაზე, ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

ღონისძიება საზეიმო მიღებით დასრულდა.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...