Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე “ლაგოდეხის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა, სადაც ხელმძღვანელ პირებთან, მებაჟე ოფიცრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
 
ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი სტაციონარული რენტგენო ინსპექტირების სკანერით ტვირთების დათვალიერების პროცესს დაესწრო და აღნიშნა, რომ თანამედროვე სისტემების გამოყენება ხელს უწყობს რისკის შემცველი ტვირთების იდენტიფიცირებას და გამოვლენას.
 
კახეთის რეგიონში სტუმრობისას, უწყების ხელმძღვანელმა, ასევე მოინახულა თელავის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი, სადაც მომსახურების დეპარტამენტის, საგადასახადო მონიტორინგისა და ვალის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, რეგიონებში შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია თანამშრომლებთან მომავალშიც გაგრძელდება.
 
რეგიონალურ შეხვედრებს, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები – ია ახალაია და მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ყენია და სხვა ხელმძღვანელი პირები.
 
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე უკვე იმყოფებოდა, სამეგრელოს, ასევე იმერეთის, აჭარის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. 

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...