Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურში მიმდინარე ახალი პროექტის გაცნობის მიზნით, გადამხდელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შემოსავლების სამსახურში მიმდინარე ახალი პროექტის გაცნობის მიზნით, გადამხდელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან და გადასახადის გადამხდელებთან, ფიზიკური პირისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვის აქტის ახალი პროექტის გაცნობის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, ფიზიკური პირისგან საქონლის/მომსახურების შეძენის შემთხვევაში, დღეს არსებული წერილობითი, მატერიალური  საბუთი ჩანაცვლდება ელექტრონული დოკუმენტით.

ადმინისტრირების გამარტივების მიზნით, ელექტრონული დოკუმენტის გამოწერას განახორციელებს საქონლის/მომსახურების შემძენი პირი, ხოლო თავად დოკუმენტის გამოწერა მოხდება, სამეურნეო ოპერაციის განხორციელების დღიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა (დოკუმენტის დადასტურება ან რედაქტირება შესაძლებელია მომდევნო თვის ბოლომდე).

მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს შესაბამისი პრეზენტაცია წარუდგინეს ელექტრონული მოდულის სატესტო ვერსიის შესახებ და დაინტერესებულ პირთა შეკითხვებს უპასუხეს. ამასთან, შეხვედრის მსვლელობისას,  აღინიშნა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის სრულ გაშვებამდე, ის ელექტრონული მოდულის სახით სატესტო რეჟიმში იმუშავებს და გადასახადის გადამხდელებს  შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკაში მოახდინონ მისი გამოყენება.

შეხვედრას ესწრებოდნენ მეთოდოლოგიის დეპარტამენტის  მოადგილეები – შალვა კოპალეიშვილი, რომან ბუღაძე, ასევე აუდიტისა და დავების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი ლევან სირანაშვილი და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შემოსავლების სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ძალისხმევას მაღალი ხარისხის ელექტრონული სერვისების დანერგვის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს რისკებზე დაფუძნებული სისტემური საგადასახადო ადმინისტრირების პროცესის განვითარებას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...