Homeააფ-ნიუსებისაინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აჭარის ა.რ., სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონის მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა 11-12 დეკემბერს, ქ. ბათუმში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

გასვლით სამუშაო შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ აჭარის ა.რ. მთავრობის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონების სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ხელმძღვანელობდა.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრისას, მონაწილეები გაეცნენ ქალისა და კაცის სტატისტიკის მიმართულებით საქსტატის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგებს, კერძოდ, დროის გამოყენების გამოკვლევისა და ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული გამოკვლევის მეთოდოლოგიურ მიმოხილვასა და ძირითად მიგნებებს. ასევე, რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალს, საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, განვითარებულ სერვისებსა და სამომავლო გეგმებს. გარდა ამისა, განიხილეს სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიური თავისებურებები და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. იმსჯელეს ქალისა და კაცის შესახებ სხვადასხვა სტატისტიკურ ინდიკატორებსა და მონაცემთა საჭიროებებზე, დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შეხვედრაზე პრეზენტაცია „ქალისა და კაცის სტატისტიკა და მისი მნიშვნელობა მუნიციპალიტეტებისთვის: ინდიკატორების მინიმალური სია წარადგინა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) პროექტის კოორდინატორმა თამარ ფრანგიშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მუნიციპალურ დონეზე სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებული საჭიროებები და იმსჯელეს საქსტატის სამომავლო გეგმებში მათი ასახვის შესაძლებლობებზე.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...