Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის...

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და უზბეკეთის საბაჟო კომიტეტის მიერ, ქალაქ ტაშკენტში, ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ UNODC-ის გლობალური სამგზავრო და ტვირთების კონტროლის პროგრამის (PCCP) ფარგლებში, გამართული საბაჟო ორგანოებისა და პორტების კონტროლის ერთობლივი დანაყოფების რეგიონთაშორისი ქსელის (IREN) წევრი ქვეყნების ფორუმი, რიგით მეთერთმეტე ყოველწლიური შეხვედრაა და მას საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო ფორუმის მიზანია პროგრამის მიმდინარეობის პროცესში მიღებული ოპერატიული შედეგების/გამოწვევების შეფასება და რეგიონული თანამშრომლობისთვის სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა. ამასთან, შეხვედრის მსვლელობისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკების მართვის მექანიზმების განვითარებას, ასევე კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობასა და ბიზნესსექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობით, სამართალდაცვითი ღონისძიებების შემცირებას.

ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მინდია გრძელიძე და სხვადასხვა ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2025 – 2026 წლებში საბაჟო დეპარტამენტის მიერ, აღკვეთილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჰეროინის (905 კგ) და მეტამფეტამინის (103 კგ), ასევე, 434 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის საქართველოს გავლით გადაზიდვის ფაქტები. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...