Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი – ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში  წარადგინა.

ახალი პლატფორმის განვითარება ეკონომიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობისა და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობების შემდგომ გაუმჯობესებას ემსახურება.

ეკონომიკური მონაცემების პორტალი საქართველოს ეკონომიკის ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს ერთიან სივრცეში ხდის ხელმისაწვდომს. მისი საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად მოიძიონ სასურველი დროითი მწკრივები, შეარჩიონ მონაცემთა სიხშირე, აგრეგაციის დონე და ცვლილების ტემპი, ხოლო მიღებული შედეგები კი მათთვის მოსახერხებელ ფორმატში ჩამოტვირთონ.

ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში თანამედროვე ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებლებს ინფლაციის დინამიკის, მისი ძირითადი კომპონენტებისა და ფასების ცვლილების ტენდენციების სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. ანგარიშში მონაცემების წარმოდგენა შესაძლებელია სასურველი სიხშირითა და ცვლილების ტემპით, ინტერაქტიული დიაგრამებისა და ცხრილების სახით.

ახალი ინსტრუმენტები მნიშვნელოვნად გაამარტივებს ეკონომიკური მონაცემების მოძიებას, დამუშავებასა და ინტერპრეტაციას. ამასთანავე, ისინი ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული კვლევისა და ანალიზის განვითარებას და საზოგადოებას უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

ანალიტიკური პლატფორმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ კომერციული ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კვლევითი ორგანიზაციების, აკადემიური სექტორისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ ახალი ინსტრუმენტების ფუნქციონალს, შესაძლებლობებსა და მათი პრაქტიკული გამოყენების მაგალითებს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...