Homeააფ-ნიუსები„ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგება: მსს ფასს-ისა და მეოთხე კატეგორიის სტანდარტების პრაქტიკული გზამკვლევი"- სამსახურმა...

„ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგება: მსს ფასს-ისა და მეოთხე კატეგორიის სტანდარტების პრაქტიკული გზამკვლევი”- სამსახურმა (SARAS) რეგიონული საინფორმაციო შეხვედრების ციკლი გამართა

Published on

spot_img

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) რეგიონული საინფორმაციო შეხვედრების ციკლი გამართა. შეხვედრები მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს ოთხ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისში, გორსა და ახალციხეში ჩატარდა.

ღონისძიებები მიზნად ისახავდა მცირე და მიკრო  საწარმოებისთვის  იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარებას, რაც მათ სტანდარტთან შესაბამისი, მაღალი ხარისხის ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში დაეხმარება.  

შეხვედრების ფარგლებში დეტალურად განიხილეს მსს ფასს-ისა და მეოთხე კატეგორიის სტანდარტების სტრუქტურა. ასევე გაზიარებულ იქნა გზამკვლევი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს საწარმომ ანგარიშგების ხარისხი და აღნიშნული სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტანდარტების მოთხოვნებთან შეუსაბამობის, მათ შორის, საწარმოების მიერ ანგარიშგების პროცესში ხშირად დაშვებული შეცდომების განხილვას. წარმოდგენილი იყო კონკრეტული მაგალითები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მომზადდეს სწორად გარკვეული ტიპის განმარტებითი შენიშვნები, ასევე განხილული იქნა საკანონმდებლო და იურიდიული ასპექტები.

ღონისძიების დასასრულს დრო დაეთმო კითხვა-პასუხის სესიას, რამაც მსმენელებს საშუალება მისცა, მათთვის საინტერესო საკითხებსა და გამოწვევებზე მიეღოთ პასუხები.

ღონისძიებებს ჯამში 170 ადამიანი დაესწრო. სამსახურის (SARAS) ინიციატივა, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების სახით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მცირე, საშუალო და მიკრო საწარმოების მიერ სტანდარტების შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებების მომზადების პროცესის გაუმჯობესებაში. 

იხილეთ ღონისძიებების ფარგლებში გამოყენებული პრეზენტაცია. 

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...