Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ის მიერ ორგანიზებულ Global Banking & Finance Awards® 2026-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში „Excellence in Innovation – Open Banking & Regulatory Sandbox Ecosystem Georgia 2026“.

აღნიშნული ჯილდო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების განვითარების, ღია ბანკინგის ეკოსისტემის ჩამოყალიბებისა და რეგულირების ლაბორატორიის (Regulatory Sandbox) განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების საერთაშორისო აღიარებაა.

ბოლო წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის განვითარების, კონკურენციის გაძლიერებისა და ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღია ბანკინგის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეგულირების ლაბორატორიას, რომელიც ფინტექ კომპანიებსა და ფინანსურ სექტორში მოქმედ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, რეალურ გარემოში გამოცადონ ინოვაციური პროდუქტები და მომსახურებები, რეგულატორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

საერთაშორისო ჯილდოს შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ბანკის მიდგომას, რომლის მიზანია არა მხოლოდ ინოვაციების მხარდაჭერა, არამედ ისეთი პრაქტიკული გადაწყვეტილებების დანერგვა, რომლებიც მომხმარებლებსა და ბაზარს რეალურ სარგებელს მოუტანს. ამ მიდგომის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგისა და რეგულირების ლაბორატორიის მეშვეობით ხელი შეუწყო ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა ციფრული ფინანსური მომსახურებების ხელმისაწვდომობა, გაზარდა კონკურენცია და შექმნა ახალი შესაძლებლობები ფინტექ სექტორისთვის.

აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებული წარმატება ჰქონდა ღია ბანკინგის Onboarding API-ს, რომელმაც ფინანსურ ინსტიტუტებს მომხმარებელთა დისტანციური იდენტიფიკაციისა და ანგარიშის გახსნის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმარტივა. ამასთანავე, რეგულირების ლაბორატორიის ფარგლებში წარმატებით განხორციელებულმა პროექტებმა პრაქტიკაში დაადასტურა, რომ ინოვაციური რეგულირების მოდელი ხელს უწყობს როგორც ახალი ბიზნესების განვითარებას, ისე მომხმარებლებისთვის უფრო კონკურენტული და ეფექტიანი ფინანსური სერვისების შექმნას.

Global Banking & Finance Awards® საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემათ ფინანსური სექტორის წამყვან ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს ინოვაციების, ლიდერობისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის. ჯილდოს მიზანია იმ ინიციატივების აღიარება, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ფინანსური სექტორის განვითარებასა და ტრანსფორმაციაში.

აღნიშნული აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ეროვნული ბანკის ძალისხმევას ქვეყნის ფინანსური სექტორის მოდერნიზაციის, ფინანსური ინოვაციების მხარდაჭერისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...