Homeააფ-ნიუსები„ფასს სტანდარტებისა და მსს ფასს სტანდარტის განახლებები“ - სამსახურმა (SARAS), ფასს ფონდთან...

„ფასს სტანდარტებისა და მსს ფასს სტანდარტის განახლებები“ – სამსახურმა (SARAS), ფასს ფონდთან თანამშრომლობით, ყოველწლიური ღონისძიება მეცხრედ გამართა

Published on

spot_img

2 დეკემბერს, სამსახურმა (SARAS) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ფონდთან (IFRS Foundation) თანამშრომლობით, ყოველწლიური ღონისძიება მეცხრედ გამართა. ღონისძიების სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ აუდიტორები, აუდიტორული ფირმები და იმ საწარმოთა წარმომადგენლები, რომლებიც კანონის მოთხოვნით ან ნებაყოფლობით ამზადებენ ფინანსურ ანგარიშგებებს საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ან მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) შესაბამისად.

შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეებისთვის დროული და სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდება ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში არსებულ სიახლეებსა და ცვლილებებზე, რაც ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) წევრი ბრიუს მაკენზი, და ტექნიკური გუნდის წევრი ისტონ ბილსბოროუ, რომლებმაც დეტალურად მიმოიხილეს ფასს სტანდარტებსა და მსს ფასს სტანდარტში განხორციელებული ცვლილებები და საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული ტენდენციები, ასევე ღონისძიების დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის სესიას დაეთმო, რის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ მომხსენებლისგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ღონისძიებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა მიეღოთ უახლესი ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები ფასს სტანდარტებისა და მსს ფასს სტანდარტის განახლებების შესახებ, რაც ხელს უწყობს ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესისა და ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.

იხილეთ ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული პრეზენტაცია.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...