Homeააფ-ნიუსებიScope Ratings-მა მიკრობანკ „კრისტალის“ B+ საკრედიტო რეიტინგი და სტაბილური პერსპექტივა დაადასტურა

Scope Ratings-მა მიკრობანკ „კრისტალის“ B+ საკრედიტო რეიტინგი და სტაბილური პერსპექტივა დაადასტურა

Published on

spot_img

მიკრობანკი „კრისტალი“, ინსტიტუციური განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს: ევროპულმა სარეიტინგო სააგენტომ, Scope Ratings GmbH-მა, ბანკის ყოველწლიური საკრედიტო შეფასება განახორციელა და „კრისტალს“ B+/სტაბილური საკრედიტო რეიტინგი დაადასტურა.

ანგარიშში Scope Ratings-ი ხაზს უსვამს „კრისტალის“ წარმატებულ საბანკო ტრანსფორმაციას და აღნიშნავს მის წამყვან პოზიციას საქართველოს საფინანსო სექტორში. სააგენტო დადებითად აფასებს კომპანიის კორპორაციულიმართვის ჩარჩოს, მდგრად ფინანსურ მაჩვენებლებს, ძლიერ კაპიტალიზაციასა და ლიკვიდურობას, ასევე მომხმარებელთა დეპოზიტების ზრდას და დივერსიფიცირებული დაფინანსების მოდელის ჩამოყალიბებას. ამავდროულად, სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ სამომავლოდ რეიტინგის შესაძლო გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს ციფრულიტრანსფორმაციის გაგრძელება, ძლიერი კაპიტალის შენარჩუნება და დაფინანსების წყაროების შემდგომი დივერსიფიკაცია.

Scope Ratings-მა შეფასება დაადასტურა მას შემდეგ, რაც „კრისტალმა“ ლიცენზირებული მიკრობანკის სტატუსით საქმიანობის პირველი სრული წელი დაასრულა. შეფასება ასახავს მნიშვნელოვან პროგრესს ინსტიტუციური მმართველობის სისტემის დახვეწის, საბაზრო პოზიციის განმტკიცებისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პოზიციონირების ჩამოყალიბების მიმართულებით.

„გასული წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ცვლილებები, შევინარჩუნეთ ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საქართველოს მასშტაბით კვლავ გავაფართოვეთ ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ჩვენი ყურადღება მიმართულია სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებაზე, ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებასა და დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიცირებაზე, რაც ბანკის მდგრადი გრძელვადიანი ზრდის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. Scope Ratings-ის მიერ კრისტალის საკრედიტო რეიტინგის დადასტურება წარმოადგენს კომპანიის წარმატებული ტრანსფორმაციისა და კორპორაციული მართვის, ფინანსური მდგრადობისა და საბაზრო პოზიციის განვითარების მიმართულებით მიღწეული პროგრესის მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ აღიარებას“, – აღნიშნავს მიკრობანკი „კრისტალის“ გენერალური დირექტორი, ილია რევია.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...